სიახლე

დრონების თავდასხმა მოსკოვზე – აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

მედიაცენტრი

რუსეთის დედაქალაქზე მასშტაბური საჰაერო იერიში განხორციელდა . მოსკოვს დაახლოებით 60 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რომელიც მოსკოვის მერ სერგეი სობიანინსა და ადგილობრივ „ტელეგრამ“ არხებს ეყრდნობა, შექმნილი საფრთხის გამო ქალაქის წამყვან აეროპორტებში საავიაციო შეზღუდვები დაწესდა. სობიანინის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ათობით დრონი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ. „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ მოსკოვის დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს. მანამდე, შეზღუდვები დაწესდა შერემეტიევოს აეროპორტშიც. სობიანინი შედეგებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა აცხადებს, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტები ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ადგილზე მუშაობენ. The post დრონების თავდასხმა მოსკოვზე – აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი