სიახლე

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

მედიაცენტრი

შვეიცარიაში, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. დღევანდელი შეხვედრა პაკისტანისა და ყატარის მონაწილეობით გაიმართა და მას მხარეებმა უკვე უწოდეს ისტორიული. მედიის ინფორმაციით, პირველი 80-წუთიანი სესია 14-პუნქტიან ურთიერთგაგების მემორანდუმს დაეთმო, განსაკუთრებული აქცენტი ლიბანში არსებულ ვითარებაზე გაკეთდა. ამ დროისთვის, უცნობია მოლაპარაკებების დეტალები. აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. ვენსის განცხადებით, ვაშინგტონის მთავარი პრიორიტეტები ირანთან ბირთვული პროგრამის მიმართულებით პროგრესის მიღწევა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაა. The post შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი