ცნობილია როდიდან დაიწყება ატესტატების გაცემა
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული ზოგადი განათლების (მე-12 კლასი) დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღებას 22 ივნისიდან იწყებს. ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში. ატესტატის მისაღებად, განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ, ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა), ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – მშობელმა. 31 დეკემბრის ჩათვლით, მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა. “მატერიალური ატესტატის მიღების შემდეგ, დაინტერესებულ პირს შეუძლია ელექტრონული პორტალიდან – my.gov.ge ელექტრონული ატესტატის… The post ცნობილია როდიდან დაიწყება ატესტატების გაცემა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →