,,ევროკავშირი არ აპირებს, შუამავალი იყოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში” – ანტონიუ კოშტა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას განცხადებით, ევროკავშირი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულებას არ აპირებს. „ევროკავშირი არ არის და არც აპირებს, იყოს შუამავალი. ევროკავშირი უკრაინის მხარესაა. ჩვენ უკრაინის გვერდით ვიყავით ომის განმავლობაში და ომის დასრულების შემდეგაც მის გვერდით ვიქნებით“, – აღნიშნა ანტონიუ კოშტამ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ნათელია, ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთს სერიოზული მოლაპარაკებების დაწყება სურს. მისივე თქმით, „მსურველთა კოალიციას“ და მის ლიდერებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხებში საკუთარი როლი ექნებათ. რაც შეეხება ევროკავშირის ინტერესებს, კოშტას თქმით, მათი დაცვა ბლოკის ინსტიტუტებმა ხელშეკრულებების შესაბამისად უნდა უზრუნველყონ.… The post ,,ევროკავშირი არ აპირებს, შუამავალი იყოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში” – ანტონიუ კოშტა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →