სიახლე

რუსებმა ზაპოროჟიეს და დონეცკს შეეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

მედიაცენტრი

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს წუხელ ხუთჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი შენობა. ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, დაზიანდა ზაპოროჟიეს ეროვნული უნივერსიტეტის შენობა. რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სლავიანსკსაც შეუტიეს: სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 117 კერძო სახლი დაზიანდა. The post რუსებმა ზაპოროჟიეს და დონეცკს შეეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი