სიახლე

ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა – სანქცირებულთა შორის არის Yandex

მედიაცენტრი

გაერთიანებულმა სამეფომ გააფართოვა რუსული კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები, რომელიც მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ დღეს, დიდი შვიდეულის სამიტზე გამოაცხადა. ბრიტანეთმა ახალი სანქციები დააწესა ოთხი რუსული საკრედიტო ინსტიტუტის წინააღმდეგ: Eurofinance Mosnarbank, Yandex Bank, Wildberries Bank და Vyatich Bank. “ეს სანქციები მიმართულია გემების, ფულისა და იმ მოქმედი პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის საომარ ეკონომიკას და, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნიან ევროპის უსაფრთხოებას,” – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა The post ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა – სანქცირებულთა შორის არის Yandex appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი