სიახლე

სამტრედიის, სიღნაღის და ლაგოდეხის განვითარებისთვის საბაზისო-თემატური გეგმა შემუშავდება

MegaTV

სიღნაღის, ლაგოდეხისა და სამტრედიის განვითარებისთვის საბაზისო-თემატური გეგმა შემუშავდება. ამის შესახებ მთავრობის მიერ გამოცემული შესაბამისი განკარგულებებიდან ხდება ცნობილი. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ „სივრცით და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს“ დაავალა: სიღნაღის, ლაგოდეხისა და სამტრედიის დასაგეგმარებელი საორიენტაციო ტერიტორიის მოწესრიგებული/დაბალანსებული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავება; შემუშავებული საბაზისო-თემატური გეგმის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა. ამასთან, […]

პირველწყარო →

სიღნაღის, ლაგოდეხისა და სამტრედიის განვითარებისთვის საბაზისო-თემატური გეგმა შემუშავდება. ამის შესახებ მთავრობის მიერ გამოცემული შესაბამისი განკარგულებებიდან ხდება ცნობილი.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ „სივრცით და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს“ დაავალა:

  • სიღნაღის, ლაგოდეხისა და სამტრედიის დასაგეგმარებელი საორიენტაციო ტერიტორიის მოწესრიგებული/დაბალანსებული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავება;
  • შემუშავებული საბაზისო-თემატური გეგმის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა.
ამასთან, განკარგულების თანახმად, სახელმწიფო უწყებებს დაევალა, სიღნაღის, ლაგოდეხის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებს კი ეთხოვათ, რომ სივრცით და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან კოორდინაციით, აღნიშნული განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებებს ხელი შეუწყონ.

შესაბამისი განკარგულებები მიმდინარე წლის 3 ივნისით არის დათარიღებული და მას ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.


მსგავსი