სიახლე
რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად ხარკოვში 5 მაშველი დაიღუპა
მედიაცენტრი
რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. დრონებით და რაკეტებით შეტევა გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იჰორ კლიმენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთ ობიექტზე დარტყმით გამოწვეული ხანძრის ქრობისას განმეორებითი დარტყმა იყო, რის შედეგადაც დაიღუპა საგანგებო სიტუაციების სამსახურის 5 მაშველი და კიდევ 5 დაიჭრა. რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ხარკოვის ორ რაიონში დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. The post რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად ხარკოვში 5 მაშველი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.