სიახლე

ავლაბარში კორპუსის სხვენზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

Timer

ავლაბარში, საცხოვრებელი კორპუსის სასხვენო გადახურვაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაშავებულის მდგომარეობას, უწყების ცნობით ის კლინიკაში იმყოფება და კონტაქტურია. ცნობისთვის, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოახერხეს. Source

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი