სიახლე

,,უნდა გავაგრძელოთ გადამწყვეტი ქმედებების განხორციელება სანქციებისგან თავის არიდების ქსელების წინააღმდეგ” – ცაჰკნა

მედიაცენტრი

,,თუ გვსურს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დასასრულს მივუახლოოთ, უნდა გავაგრძელოთ გადამწყვეტი ქმედებების განხორციელება სანქციებისგან თავის არიდების ამ ქსელების წინააღმდეგ”, – ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებას, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერის შეჩერება დაავალა. „რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი, მისი საომარი მანქანის დაფინანსება კრიტიკულად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. თუ გვსურს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დასასრულს მივუახლოოთ, უნდა გავაგრძელოთ გადამწყვეტი ქმედებების განხორციელება სანქციებისგან თავის არიდების ამ ქსელების წინააღმდეგ. დღეს, გაერთიანებულმა სამეფომ სწორედ ეს გააკეთა“, – წერს ცაჰკნა. The post ,,უნდა გავაგრძელოთ გადამწყვეტი ქმედებების განხორციელება სანქციებისგან თავის არიდების ქსელების წინააღმდეგ” – ცაჰკნა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი