სიახლე

,,ლოგიკურია, რომ ომი იქ ბრუნდება, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

მედიაცენტრი

,,ჩვენმა მეომრებმა კარგ შედეგებს მიაღწიეს რუსეთის და დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გამოყენებაში”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინა ახორციელებს რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გეგმას და დაკისრებულ ამოცანებს საშუალო მანძილზე დარტყმებთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ამ ომის დასრულებაზე უარის საპასუხოდ. „რუსეთის ხელმძღვანელობას მოლაპარაკებების ყველა შესაძლო ფორმატი შევთავაზეთ – და ერთადერთი პასუხი იყო აგრესიის გაგრძელება და მისი გაფართოების მცდელობები. ლოგიკურია, რომ ომი ისევ იქ ბრუნდება, საიდანაც დაიწყო. უკრაინას მშვიდობა სჭირდება. დიდება უკრაინას!“, – წერს ზელენსკი. The post ,,ლოგიკურია, რომ ომი იქ ბრუნდება, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი