სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა უკრაინისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს

GuriaNews

ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა უკრაინისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „უკრაინა საკუთარ თავს და ამასთან, მთელ ევროპას იცავს. უკრაინა იმას აკეთებს, რაც აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ თავის სიტყვას ევროკავშირიც ასრულებს. […] The post ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა უკრაინისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა უკრაინისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„უკრაინა საკუთარ თავს და ამასთან, მთელ ევროპას იცავს. უკრაინა იმას აკეთებს, რაც აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ თავის სიტყვას ევროკავშირიც ასრულებს. პირველი კლასტერის გახსნა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა“, – წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, შემდეგი კლასტერის გასახსნელად ყველაფერი გაკეთებულია.

„ასევე, მოლდოვასაც ვულოცავთ ამ ნაბიჯს, რომელსაც ერთად ვდგამთ“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

The post ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა უკრაინისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი