საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 5%-ით შემცირდა -კომპანიის მოგება გაორმაგდა
2025 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 612.4 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2024 წელთან შედარებით 5,5%-ით ნაკლებია. ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავლის კლება სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებამ განაპირობა. ეს კი თავის მხრივ 2025 წელს რკინიგზის მიერ გატარებული ტვირთების მოცულობას უკავშირდება, რაც 13.3 მილიონ ტონას შეადგენდა და 2024 წელთან შედარებით 3%-ით ნაკლები იყო. რკინიგზის ანგარიშის თანახმად, შემოსავლის შემცირების მიუხედავად, ორჯერ გაიზარდა კომპანიის მოგება – და ის 152.7 მლნ ლარს შეადგენდა (2024 წლის წმინდა მოგება 68.2 მლნ ლარი). მოგების გაუმჯობესების ძირითადი ფაქტორი არის კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული მოგება. საქმე ისაა, რომ საქართველოს რკინიგზას გააჩნია $500-მილიონიანი… The post საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 5%-ით შემცირდა -კომპანიის მოგება გაორმაგდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →