სიახლე
სომხეთში ოპოზიცია არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს
მედიაცენტრი
სომხეთის ოპოზიციურმა ალიანსმა „ძლიერი სომხეთმა,” რომელმაც არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ბლოკის წარმომადგენელმა არამ ვარდევანიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განაცხადში, რომელიც მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა, ასახულია საარჩევნო პროცესის ყველა მასშტაბური დარღვევა, რომელიც მოხდა როგორც კენჭისყრის დროს, ასევე მანამდე. „ვფიქრობ, ბევრი ადამიანი ადევნებს თვალყურს ყველაფერს, რაც სომხეთში არჩევნების შემდგომ პროცესში ხდება. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – აღნიშნა ვარდევანიანმა. The post სომხეთში ოპოზიცია არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.