სიახლე

“ციფრული მმართველობის სააგენტოს” თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა

GuriaNews

იუსტიციის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის გადაწყვეტილებით, სსიპ ,,ციფრული მმართველობის სააგენტოს” თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა. ის მანამდე სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სანდრო ცირეკიძეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი წარმატებით ხელმძღვანელობდა მასშტაბური და კომპლექსური ტექნოლოგიური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე თანამედროვე საინჟინრო და ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესებს. […] The post “ციფრული მმართველობის სააგენტოს” თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

იუსტიციის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის გადაწყვეტილებით, სსიპ ,,ციფრული მმართველობის სააგენტოს” თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა. ის მანამდე სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სანდრო ცირეკიძეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი წარმატებით ხელმძღვანელობდა მასშტაბური და კომპლექსური ტექნოლოგიური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე თანამედროვე საინჟინრო და ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესებს.

გარდა ამისა, მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით. საჯარო სექტორში საქმიანობის დაწყებამდე, კერძო სფეროში წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიური მიდგომებისა და მაღალი ეფექტიანობის მქონე გადაწყვეტილებების დანერგვაზე იყო პასუხისმგებელი.

სამინისტროს განცხადებით,  ახალ პოზიციაზე სანდრო ცირეკიძის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ციფრული მმართველობის პროცესის წარმართვა, მოქალაქეზე ორიენტირებული, თანამედროვე და უსაფრთხო ციფრული ეკოსისტემის განვითარება, სახელმწიფო სერვისების შემდგომი ტრანსფორმაცია და ინოვაციების ხელშეწყობა.

 

The post “ციფრული მმართველობის სააგენტოს” თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი