მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7%-ს მიაღწია
საქართველოში ფასების მატების ერთ-ერთ წამყვან ფაქტორად კვლავ საწვავის გლობალური გაძვირება რჩება. ეროვნული ბანკის უახლესი ანგარიშის მიხედვით, მაისის თვეში წლიურმა ინფლაციამ ქვეყანაში 5.7% შეადგინა. რაც შეეხება უშუალოდ მარტთან შედარებას, ფასების საერთო დონე 0.3%-ით არის გაზრდილი. სებ-ის განმარტებით, აღნიშნული ტენდენცია პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთში არსებულ გეოპოლიტიკურ კრიზისთან. ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გადაადგილების შეფერხებამ ნავთობის მსოფლიო მიწოდება შეაზღუდა, რამაც საწვავის ფასები როგორც საერთაშორისო ბაზარზე, ისე საქართველოშიც მკვეთრად გაზარდა. რაც შეეხება უფრო სტაბილურ, ხისტ ფასებს — საბაზო ინფლაციამ (რომელიც არ ითვალისწინებს სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის მერყევ ფასებს) მაისში 3.5% შეადგინა, მომსახურების სექტორში კი ფასები წლიურად… The post მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7%-ს მიაღწია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →