სიახლე

რუსეთში, “როსტნეფის” ქარხანა, უკრაინულმა დრონებმა მწყობრიდან გამოიყვანა

Alia

უკრაინამ რუსეთში, ქალაქ სამარაში მდებარე „როსნეფტის“ სტრუქტურაში შემავალ „კუიბიშევსკის“ ქარხანას დრონებით შეუტია. როგორც Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, თავდასხმის შემდეგ როსტნეფის “კუიბიშევსკის” ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა. წყაროების ცნობით, ნავთობის გადამუშავება შეჩერდა ქარხანაში ნედლი ნავთობის პირველადი დისტილაციის ორივე ბლოკში — CDU-4-სა და CDU-5-ში, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე დღეში დაახლოებით 10 000 მეტრული ტონაა (73 000 ბარელი). უკრაინის თავდაცვის […] The post რუსეთში, “როსტნეფის” ქარხანა, უკრაინულმა დრონებმა მწყობრიდან გამოიყვანა appeared first on .

პირველწყარო →

უკრაინამ რუსეთში, ქალაქ სამარაში მდებარე „როსნეფტის“ სტრუქტურაში შემავალ  „კუიბიშევსკის“ ქარხანას დრონებით შეუტია. როგორც Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, თავდასხმის შემდეგ როსტნეფის “კუიბიშევსკის” ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა.

წყაროების ცნობით, ნავთობის გადამუშავება შეჩერდა ქარხანაში ნედლი ნავთობის პირველადი დისტილაციის ორივე ბლოკში — CDU-4-სა და CDU-5-ში, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე დღეში დაახლოებით 10 000 მეტრული ტონაა (73 000 ბარელი).

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ სტრუქტურაში შემავალ ქარხანას 10 ივნისს დაარტყეს.

Reuters-ის წყაროთა თანახმად, დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეულმა დაზიანებებმა და ხანძარმა მწყობრიდან გამოიყვანა ნავთობის პირველადი გადამუშავების ორივე დანადგარი. თითოეულის საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 73 000 ბარელია.

 

The post რუსეთში, “როსტნეფის” ქარხანა, უკრაინულმა დრონებმა მწყობრიდან გამოიყვანა appeared first on .


მსგავსი