ქუთაისელ ნინო ხვარეშიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნინო ხვარეშიას საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ნინოს სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლის მარაგის შევსება. გთხოვთ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, ჩააბაროთ სისხლი ნებისმიერი ქალაქის სისხლის ბანკში და მიუთითოთ, რომ დონაცია განკუთვნილია ნინო ხვარეშიასთვის, რომელიც მკურნალობს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.
ვუსურვებთ ნინოს სწრაფ გამოჯანმრთელებას!