არასრულწლოვნებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც 14 წელს მიუღწეველ ბავშვებს სექსუალური შინაარსის ვიდეოებს უგზავნიდა და მათაც აიძულებდა ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მისთვის გაგზავნას. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული სოციალური ქსელის – “Facebook”-ის ყალბი ანგარიშების მეშვეობით, არასრულწლოვნების, მათ შორის 14 წელს მიუღწეველი ბავშვების ნდობის მოპოვების შემდეგ, მათთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაციას აგრძელებდა და შესაბამის ვიდეოებს უგზავნიდა. აგრეთვე, დაზარალებულების ასაკის გამოყენებით და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, აიძულებდა მათ ინტიმური შინაარსის, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მისთვის გაგზავნას. ,,დაზარალებულების ასაკის გამოყენებით და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, აიძულებდა მათ ინტიმური შინაარსის, მათ… The post არასრულწლოვნებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →