სიახლე

ბოლნისის საკრებულოს კომისიამ ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურების ანგარიშები მოისმინა და განიხილა

რეგიონალური სიახლეები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხიგულიშვილი უძღვებოდა, დეპუტატებმა მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურისა და მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს და განიხილეს. სხდომაზე კომისიის წევრებს ასევე გაეცნო მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ახლად დანიშნული უფროსი გიორგი ღიბრაძე, რომელმაც სამსახურის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია...

პირველწყარო →

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხიგულიშვილი უძღვებოდა, დეპუტატებმა მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურისა და მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს და განიხილეს.

სხდომაზე კომისიის წევრებს ასევე გაეცნო მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ახლად დანიშნული უფროსი გიორგი ღიბრაძე, რომელმაც სამსახურის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. კომისიის წევრებმა გიორგი ღიბრაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

მომხსენებლის განცხადებით, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. ასევე გრძელდება ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა.

კომისიამ ასევე მოისმინა ბოლნისის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, მერაბ ხაჭიპერაძის ანგარიში. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სამსახური აქტიურად ახორციელებს სამშენებლო და მიწათსარგებლობის სფეროში კანონმდებლობის აღსრულების კონტროლს, ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებასა და მოქალაქეთა განცხადებებსა და კორესპონდენციებზე დროულ რეაგირებას.

კომისიის სხდომას ესწრებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე.


მსგავსი