მესტიაში თოვლის ზვავებისა და წყალდიდობის საფრთხის რუკები განიხილეს. ინფორმაციას ექსპედიციის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე პროექტის „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ფაზა 2“ ფარგლებში, შვეიცარიელი ექსპერტები მარკუს ციმერმანი, რიკარდა ბენდეგალი და ენდრიუ კოსი მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ.
აღნიშნული აქტივობა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოსა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით ხორციელდება”,_ წერია ინფორმაციაში.
The post მესტიაში თოვლის ზვავებისა და წყალდიდობის საფრთხის რუკები განიხილეს — ექსპედიცია სვანეთში appeared first on გურია ნიუსი.