ევროპა ფაშინიანს სოლიდარობას უცხადებს
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ფაშინიანს ევროპა სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს. „ნიკოლ ფაშინიან, გილოცავთ სომხეთის არჩევნებში წარმატებას. რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ზეწოლისა და ჩარევის ფონზე, ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხების არჩევანს ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი სომხეთის მიმართ“ – აცხადებს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი. კოსი დასძენს, რომ რაც შეიძლება მალე ჩავა სომხეთში და პირადად მიულოცავს ფაშინიანს. „რაც შეიძლება მალე ჩამოვალ სომხეთში – ევროპის სოლიდარობა სომხეთის მიმართ უცვლელია. დღეს ჩვენ ასევე დავიწყებთ მუშაობას ევროკავშირ-სომხეთის ახალ სამუშაო ჯგუფში, რათა გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა“, – აცხადებს ევროკომისარი. The post ევროპა ფაშინიანს სოლიდარობას უცხადებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →