უცხოელთან ფიქციური ქორწინება პატიმრობით დაისჯება
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის მიხედვით, თუ საქართველოს მოალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ფიქციურ ქორწინებას გააფორმებს, მას პატიმრობა ემუქრება. საკანონმდებლო ცვლილებებით რეგულირდება საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები. განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ახალი სახე − საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვებამდე. ამასთან, დასახელებული ბინადრობის ნებართვის გაცემამდე შემოწმდება ქორწინების ნამდვილობა და ამ მიზნით შეიქმნება სპეციალური კომისია. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის… The post უცხოელთან ფიქციური ქორწინება პატიმრობით დაისჯება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →