სიახლე
სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ, 17:00 საათის მონაცემებით, თითქმის 49% შეადგინა
მედიაცენტრი
ერევნის დროით 17:00 საათის მონაცემებით, სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 48.92% იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აღნიშნული დროისთვის 2 503 976 ამომრჩევლიდან 1 224 957-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. სომხური მედია წერს, რომ ეს წინა არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობის დაახლოებით 11%-იან ზრდას წარმოადგენს. სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სადაც ამომრჩეველთა მესამედზე მეტი ცხოვრობს, ამომრჩეველთა აქტივობამ 48.52% (412 168) შეადგინა. The post სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ, 17:00 საათის მონაცემებით, თითქმის 49% შეადგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.