,,ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად იბრძვიან, რომელი იქნება მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტია” – კახა კალაძე
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებას. მანვე განმარტა, რომ გაერთიანდებიან თუ არა ისინი რომელიმე პლატფორმის ქვეშ, მათ შორის ბრძოლა პირველობისკენ მუდმივად იქნება. „დაპირისპირება რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთობა და ერთიანი პლატფორმა. რეალურად, ბრძოლა მიდის, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური წარმომადგენელი, პარტია. თუ შევხედავთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რა აერთიანებთ მათ – იმართებიან გარედან. ქართველი ხალხის ინტერესებისთვის არაფერი გაუკეთებიათ, ნაბიჯი არ გადაუდგამთ. პირიქით, ყოველთვის ყველაფერს სამშობლოს წინააღმდეგ აკეთებენ. მათ წარსულს თუ გადავხედავთ, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ელემენტები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის… The post ,,ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად იბრძვიან, რომელი იქნება მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტია” – კახა კალაძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →