ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილმა ქალმა 8 სართული ირბინა და შველას ითხოვდა – ახალი დეტალები
ცოლის დაჭრის ფაქტზე დაკავებული კაცი სასამართლომ წინასწარ, ორთვიან პატიმრობაში გაუშვა. 31 წლის კაცს პროცესზე დუმილი არ დაურღვევია. მას დღევანდელ სხდომაზე არც უფლებადამცველი ჰყოლია. საქმის მასალების მიხედვით, 30 წლის ქალს აეროპორტის დასახლებაში ყოფილმა მეუღლემ საკანცელარიო დანით დაზიანებები ყელის და კიდურების არეში მიაყენა. ირვევა, რომ დაჭრილმა ახალგაზრდა ქალმა 8 სართული ფეხით ირბინა და შველას ითხოვდა. სწორედ ამის შემდეგ გამოიძახეს ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ქალის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება. მეზობლები ამბობენ, რომ ორი დღის წინ, ყოფილმა მეუღლემ ქალი სახლში მოტყუებით ამოიყვანა და სწორედ საკუთარ სახლში მიაყენა დანით დაზიანებები. მომხდარზე… The post ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილმა ქალმა 8 სართული ირბინა და შველას ითხოვდა – ახალი დეტალები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →