მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია და ქვეყნის მართვაში „სულ უფრო აქტიურად ერთვება“. ამის შესახებ რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ცნობისთვის, მოჯთაბა ხამენეი საზოგადოების წინაშე მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც ომის დასაწყისში მომხდარი თავდასხმის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო. აღნიშნულ თავდასხმას მისი მამა, ალი ხამენეი და ქვეყნის რამდენიმე სამხედრო ლიდერი ემსხვერპლა. უზენაესი ლიდერის საჯარო სივრციდან გაუჩინარებამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ირანის მმართველ სტრუქტურაში მისი რეალური როლის შესახებ მითქმა-მოთქმა გამოიწვია. The post მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →