სიახლე

“როდემდე უნდა დაიმციროს თავი პუტინმა” – “სომხეთში არჩევნები, შესაძლოა კრემლის იმპერიული გეგმების საბოლოო კრახად იქცეს!”– რას წერს კოტე კემულარია

Alia

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია: სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები ამიერკავკასიაში, დიდი ალბათობით, შესაძლოა ამიერკავკასიაში კრემლის იმპერიული გეგმების საბოლოო კრახად იქცეს!!! ასტანის სამიტზე ერევნის მიმართ მკაცრმა მუქარამ შედეგი რომ ვერ გამოიღო, პუტინმა ტონი შეცვალა: ჯერ “ტელეგრამით” მიულოცა ფაშინიანს დაბადების დღე… მერე დაურეკა და მშვიდად მოუყვა “ასტანის სამიტის ამბები”!!! მოსკოვური პროკრემლისტური “ევრაზიადეილი” გაბრაზებული წერს:”როდემდე უნდა დაიმციროს თავი […] The post “როდემდე უნდა დაიმციროს თავი პუტინმა” – “სომხეთში არჩევნები, შესაძლოა კრემლის იმპერიული გეგმების საბოლოო კრახად იქცეს!”– რას წერს კოტე კემულარია appeared first on .

პირველწყარო →

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:

სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები ამიერკავკასიაში, დიდი ალბათობით, შესაძლოა ამიერკავკასიაში კრემლის იმპერიული გეგმების საბოლოო კრახად იქცეს!!!
ასტანის სამიტზე ერევნის მიმართ მკაცრმა მუქარამ შედეგი რომ ვერ გამოიღო, პუტინმა ტონი შეცვალა: ჯერ “ტელეგრამით” მიულოცა ფაშინიანს დაბადების დღე… მერე დაურეკა და მშვიდად მოუყვა “ასტანის სამიტის ამბები”!!!
მოსკოვური პროკრემლისტური “ევრაზიადეილი” გაბრაზებული წერს:”როდემდე უნდა დაიმციროს თავი პუტინმაო”? თუმცა არ ამბობს რაუნდა ქნას!
უჩვეულო არის რომ რუსული პრესა აქვეყნებს “NEWSWEEK” ჟურნალის სტატიას: “პუტინი
იმდენად დასუსტდა რომ “მსოფლიო მბრძანებლის” როლიდან არაფრის შემძლე
მეთვალყურედ გადაიქცაო”!!!
ახლა, “მეგობარი” ვუჩიჩიც სერბეთთან რუსების უვიზო რეჟიმის გაუქმებას ამზადებს…
ორბანის კრახის, ჩინურ- ამერიკული პირდაპირი დიალოგის პრიმატის შემდეგ თვალსაჩინო გახდა კრემლის და რუსეთის პრეზიდენტის ხისტი პოზიციების აშკარა შერბილება…. მოსკოვი ე ვ რ ო პ ა ს თ ა ნ კონტაქტის აღდგენაზეც კი ოფიციალურად ალაპარაკდა!!!
გამოფხიზლებული და სწრაფად მზარდი ევროკავშირის მიმართ—500 მილიონიანი მოსახლეობით და 800 მილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტით—მეტად ორიგინალური და “პროდუქტიული” პოზიცია უკავია თბილისს…
ევროკავშირის და გერმანიის ელჩების ლანძღვის ფონზე, “ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე ოფიციალურად აცხადებს: “ჩვენ სხვა ევროკავშირი გვინდაო… ევროკავშირი დანიის მსგავსი თუ იქნება, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმებაო”?!?!
ჯერ ერთი, დ ა ნ ი ა არის დემოკრატიული განვითარების დონით, მთელ მსოფლიოში ერთ–ერთი გამორჩეული ქვეყანა!
მეორე, “ოცნების” პრემიერისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკების საკითხზე მხოლოდ მისი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიცია არის საკმარისი? კონსტიტუციის 78 მუხლში რა უწერია, ან, ქართველების 80% -ს რომ—ყველა გამოკითხვით— ევროპულ ოჯახში უნდა გაერთიანება ეს მისთვის სავალდებულო არ არის შესასრულებლად???

The post “როდემდე უნდა დაიმციროს თავი პუტინმა” – “სომხეთში არჩევნები, შესაძლოა კრემლის იმპერიული გეგმების საბოლოო კრახად იქცეს!”– რას წერს კოტე კემულარია appeared first on .


მსგავსი