4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. პროკურორ ლაშა ცქვიტარიას განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, რის გამოც მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეში სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან. მათ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 3 წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს. აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებული 12 პირიდან შემდეგი პირები გათავისუფლდებიან: ალექსანდრე ხაბეიშვილი ბექა ქელეხსაშვილი გიორგი მუმლაძე მამუკა ლაბუჩიძე გურიელ ქარდავა ავთანდილ სურმანიძე თემურ ქურციკიძე. The post 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →