როგორ ვრცელდება ვირუსი, რომლის არც ვაქცინა არსებობს და არც მედიკამენტი
„ებოლას გავრცელების სპეციფიკური გზა აქვს, რის გამოც ის პანდემიის ერთ-ერთ სავარაუდო წყაროდ არ განიხილება. ვირუსი გადაეცემა დაავადებული ან გარდაცვლილი ადამიანის სხეულის სითხეებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად. ასეთ სითხეებს მიეკუთვნება სისხლი, პირნაღები მასა, ოფლი, ნერწყვი, განავალი და სპერმა. ებოლა მხოლოდ ამ გზით ვრცელდება“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. „ვირუსი არ გადაეცემა სხვა, უფრო გავრცელებული გზებით, მაგალითად, გარემოში მისი გამოყოფითა და ჰაერის საშუალებით. ინფიცირებისთვის აუცილებელია პირდაპირი კონტაქტი. მრავალი შემთხვევა დაკავშირებულია დაკრძალვის ტრადიციებთან, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უგანდა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.… The post როგორ ვრცელდება ვირუსი, რომლის არც ვაქცინა არსებობს და არც მედიკამენტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →