სიახლე

“შეურაცხმყოფელ კამპანიებზე რეაგირების” სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილი იქნება

ტვ ოდიში

ოცნების მიერ “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს” უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა. რუსთავი 2-თან საუბრისას ქიმბარიშვილმა თქვა, რომ აღნიშნული სამმართველო გამოავლენს “სავარაუდო სამართალდარღვევას, სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, მოახდენს მის იდენტიფიცირებას”, რის შემდეგაც მოამზადებს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შეადგენს და მასალების საერთო სასამართლოებში გადაგზავნას. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის […] The post “შეურაცხმყოფელ კამპანიებზე რეაგირების” სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილი იქნება appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

ოცნების მიერ “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს” უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა.

რუსთავი 2-თან საუბრისას ქიმბარიშვილმა თქვა, რომ აღნიშნული სამმართველო გამოავლენს “სავარაუდო სამართალდარღვევას, სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, მოახდენს მის იდენტიფიცირებას”, რის შემდეგაც მოამზადებს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შეადგენს და მასალების საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა. სამმართველოს ფუნქციაა, სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს.

აღნიშნული სამმართველო გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევას, გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, მოახდენს მის იდენტიფიცირებას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, აღნიშნული მასალების საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.

საწყის ეტაპზე, სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 10 საშტატო ერთეულით. სამმართველოს თანამშრომლები საქმიანობას განახორციელებენ ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციების საფუძველზე”. – თქვა ქიმბარიშვილმა.

The post “შეურაცხმყოფელ კამპანიებზე რეაგირების” სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილი იქნება appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი