„ძალიან მძიმე შემთხვევა“ – შს მინისტრი პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემაზე
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე მედიის კითხვას უპასუხა. როგროც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა. „გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა, ფაქტი, თუმცა მიმაჩნია, რომ დღეს საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა. საზოგადოებამ ნახა, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ამ ფაქტის მიმართ. სულ ეს არის, რაც შემიძლია, დღეს ვთქვა“, – განუცხადა სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებს. კითხვაზე, „ვინ გასცემდა ბრძანებას, რომ პოლიციელები ასე მოქცეულიყვნენ?“, – მინისტრმა უპასუხა: „ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს მოხდა სპონტანურად. ისინი იმყოფებოდნენ კონკრეტულ ამოცანაზე“. პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი… The post „ძალიან მძიმე შემთხვევა“ – შს მინისტრი პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემაზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →