აშშ-ის ავიაციამ ირანისკენ მიმავალ გამბიურ გემს რაკეტა ესროლა
აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა რაკეტა ესროლა გამბიის დროშის ქვეშ მყოფ გემ Lian Star-ს, რომელიც, „ამერიკული ბლოკადის დარღვევის შესახებ 20-ზე მეტი გაფრთხილების“ მიუხედავად, ომანის ყურის საერთაშორისო წყლების გავლით ირანის ერთ-ერთი პორტისკენ სვლას აგრძელებდა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაში (CENTCOM) ეს ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დაცვის ზომებით განმარტეს. მედიის ცნობით, აპრილის შემდეგ, როდესაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის ზავი ამოქმედდა, ამერიკულმა არმიამ კი ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გამოაცხადა, აშშ-მა მწყობრიდან გამოიყვანა 5 კომერციული გემი, კიდევ 116 კი სხვა მიმართულებით გადაამისამართა. ამერიკელებმა გემს ქუვეითში მდებარე აშშ-ის ალი ალ-სალემის ავიაბაზაზე ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ რამდენიმე საათში დაარტყეს. The post აშშ-ის ავიაციამ ირანისკენ მიმავალ გამბიურ გემს რაკეტა ესროლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →