სიახლე

ქუვეითის ავიაბაზაზე ირანის სარაკეტო დარტყმის შედეგად ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ

მედიაცენტრი

ქუვეითის ავიაბაზაზე ირანის სარაკეტო დარტყმის შედეგად ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ. გამოცემა Bloomberg-ი წერს, რომ ქუვეითში ირანმა სარაკეტო დარტყმა ბოლო 24 საათის განმავლობაში განახორციელა. ირანის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 5 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა. ასევე, ერთი ამერიკული დრონი MQ-9 Reaper-ი განადგურდა, ხოლო მეორე მნიშვნელოვნად დაზიანდა. გამოცემის წყაროს ცნობით, ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ირანის მიერ გაშვებული Fateh-110-ის ტიპის რაკეტა გაანეიტრალა, თუმცა რაკეტის ნამსხვრევები ალი ალ სალემის ავიაბაზაზე ჩამოვარდა. The post ქუვეითის ავიაბაზაზე ირანის სარაკეტო დარტყმის შედეგად ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი