,,ტრამპი თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში მრჩევლებს ხვდება, რათა გადაწყვიტოს, დათანხმდეს თუ არა ირანთან წინასწარ შეთანხმებას” – CNN
CNN-ის ცნობთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში მრჩევლებს ხვდება, რათა გადაწყვიტოს, დათანხმდეს თუ არა ირანთან წინასწარ შეთანხმებას. ტრამპმა აღნიშნა, რომ სხვა პირობებთან ერთად, ირანი „უნდა დათანხმდეს, რომ მათ არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი ან ბომბი“ და რომ „ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას“ ყოველგვარი გადასახადებისა თუ ნაოსნობის შეზღუდვების გარეშე. მისი თქმით, სრუტის ბლოკადა „მოიხსნება“, რაც ჩარჩენილ გემებს ნაოსნობის განახლების საშუალებას მისცემს. ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების რთულ საკითხთან დაკავშირებით, ტრამპმა აღნიშნა, რომ მას „ამერიკის შეერთებული შტატები ამოიღებს“ და ირანთან კოორდინაციით გაანადგურებს. The post ,,ტრამპი თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში მრჩევლებს ხვდება, რათა გადაწყვიტოს, დათანხმდეს თუ არა ირანთან წინასწარ შეთანხმებას” – CNN appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →