სიახლე
„რუსეთმა კვლავ აჩვენა, რომ მას არ ადარდებს სამოქალაქო პირების სიცოცხლე” – სტარმერი
მედიაცენტრი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი შეუერთდა საერთაშორისო საზოგადოების მკაცრ რეაქციას რუმინეთში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დრონის ჩამოვარდნის ფაქტთან დაკავშირებით. ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა მომხდარს ნატოს საჰაერო სივრცის „სერიოზული დარღვევა“ უწოდა. „რუსეთმა კვლავ აჩვენა, რომ მას არ ადარდებს სამოქალაქო პირების სიცოცხლე, საერთაშორისო სამართალი თუ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი. ამის ასე დატოვება დაუშვებელია. რუსული აგრესიის წინაშე ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ უკრაინასთან, რუმინეთთან და ნატოს ყველა ჩვენს მოკავშირესთან“, – აღნიშნა ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა. The post „რუსეთმა კვლავ აჩვენა, რომ მას არ ადარდებს სამოქალაქო პირების სიცოცხლე” – სტარმერი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.