რუმინეთში რუსული დრონის შეჭრის გამო ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვიეს
რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ რუსული დრონის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომა მოიწვია. როგორც დანმა აღნიშნა, ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრები უკრაინის წინააღმდეგ რუსული ფართომასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან რუმინეთის ტერიტორიაზე მომხდარი „ყველაზე სერიოზული ინციდენტის შედეგებზე იმსჯელებენ“. „რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით პროპორციულ ზომებს მივიღებთ… მოვლენის უპრეცედენტო შინაარსი საჭიროებს გაბედულ, კოორდინირებულ და ადეკვატურ რეაქციას, როგორც ეროვნულ, ისე სამეკავშირეო და საერთაშორისო დონეებზე. მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ამ ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება“, – დაწერა დანმა. The post რუმინეთში რუსული დრონის შეჭრის გამო ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვიეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →