სომხეთმა და აშშ-მა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი
სომხეთმა და აშშ-მა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი. კერძოდ, დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა ასევე გააფორმეს ჩარჩო შეთანხმება „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) პროექტზე თანამშრომლობის შესახებ, აგრეთვე, ხელი მოაწერეს მემორანდუმს მინერალური რესურსების მოპოვებისა და განვითარების სფეროში. ხელმოწერის ცერემონია ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. მარკო რუბიო ერევანში ინდოეთიდან ჩავიდა და სომხეთს დღესვე დატოვებს. The post სომხეთმა და აშშ-მა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →