აშშ-ის საელჩო საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ. ისინი საქართველოში გუშინ, 24 მაისს, ჩამოვიდნენ და ქვეყანაში 29 მაისამდე დარჩებიან. როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრა ასევე იგეგმება რელიგიურ ლიდერებთან. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში დელეგაციის შემადგენლობას არ აკონკრეტებს. The post აშშ-ის საელჩო საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →