სიახლე

შეიწყალებენ თუ არა პატიმრებს – კობახიძის პასუხი

მედიაცენტრი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმრების მხრიდან თუ შესაბამისი აღიარება და სინანული არ იქნება, შეწყალება არ მოხდება, რადგან აღიარება არა სამართლებრივად არის საჭირო, არამედ საჭიროა დანაშაულის პრევენციისთვის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბრიფინგის დასრულების შემდეგ განუცხადა. „ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. ეს პოზიცია გავუზიარეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც არაერთგზის, ეს საჯაროდ გვაქვს გამოხატული. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც არის ძალიან მყარი და მკაფიო. სამართლებრივად სინანული არ არ არის საჭირო შეწყალებისთვის, ეს არის საჭირო დანაშაულის პრევენციისთვის. ეს არის საჭირო სახელმწიფოსთვის“,- განაცხადა კობახიძემ. The post შეიწყალებენ თუ არა პატიმრებს – კობახიძის პასუხი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი