სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენა გურიაში
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გურიის რეგიონში, სოფელ სურებში, 9 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები პროექტის „ECO Georgia“ ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა. „ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. რაც ხელს შეუწყობს სატყეო- სამურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს “ – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა. პროექტი „ECO.Georgia“ კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, სამ სამიზნე რეგიონში (გურია მცხეთა-მთიანეთი, კახეთი) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. აღსანიშნავია,… The post სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენა გურიაში appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →