სიახლე

მთავრობის დადგენილებით, ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

Alia

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი, ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია. აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა. „თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ […] The post მთავრობის დადგენილებით, ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ appeared first on .

პირველწყარო →

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი, ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

The post მთავრობის დადგენილებით, ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ appeared first on .


მსგავსი