სააგენტო "პარალელი"
“ჩვენ არ გვაქვს მილიონები, რომ დედას თავისუფლების სანაცვლოდ შემოგთავაზოთ🙏🏻” – ელისო კილაძის შვილი პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს
სოციალურ ქსელში “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელის, ელისო კილაძის შვილი, დედის დაპატიმრებიდან 3 თვის პერიოდის მოკლე შეჯამებას აკეთებს ემოციური შეფასებებით:
“რა მოხდა ბოლო 3 თვის მანძილზე:
1. დედა დააკავეს არაპროპორციული ძალის გამოყენებით, დემონსტრაციულად. თავად დადიოდა პროკურატურაში, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში. დაერეკათ – მივიდოდა, იქვე დაადებდნენ ბორკილებს. არა! შოუ, მასკარადი, პოლიციელები იარაღით და ნიღბებით.
2. სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, რომელიც გრძელდებოდა 6 საათი. დიდი რაოდენობით ფული, ოქროს ზოდები, ძვირფასი სამკაულები ან საათები რომ ეპოვათ, თქვენ, ჩვენზე ადრე გაიგებდით
3. დააყადაღეს ოჯახის ყველა წევრის ქონება. ჩემი მანქანა, ჩემი ძმის მანქანა, დედას სამსახურის მანქანა, ყველა პროკურატურის საჯარიმოზეა გადაყვანილი, გამოყენების უფლების აკრძალვით 
4. დედას დღემდე არ აქვს ზარის უფლება. 3 თვეა ერთხელაც არ ულაპარაკია არც ერთ ოჯახის წევრთან. არ აძლევენ წერილის დაწერის უფლებას. სანატრელი მაქვს, რომ ხელნაწერი მაინც დავინახო და მისი ლამაზი კალიგრაფია ვიცნო 
5. ამასობაში
4 ადამიანი, ვინც ხელი მოაწერეს 700 მილიონი დოლარის თაღლითური გზით მოპოვების ბრალდებას – თავისუფლები არიან. ელისოზე ცრუ ჩვენების მიცემის და სავარაუდოდ, უამრავი მილიონი დოლარის გადახდის სანაცვლოდ. ბენ ანორი საერთოდ დეველოპერი გამხდარა, აპარტამენტებს ყიდის 

ძვირფასო პროკურატურა, ძვირფასო სასამართლო, ჩვენ არ გვაქვს მილიონები, რომ დედას თავისუფლების სანაცვლოდ შემოგთავაზოთ
გახსენით პროცესი, მიეცით ზარის განხორციელების უფლება, წერილის დაწერის უფლება. გაათავისუფლეთ უდანაშაულო ჟურნალისტი!
წინა სასამართლო პროცესი გაიმართება ხვალ, 25 მაისს , თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12 საათზე.
დე მენატრები რა 

“, – წერს ელისო კილაძის შვილი.
“ჩვენ არ გვაქვს მილიონები, რომ დედას თავისუფლების სანაცვლოდ შემოგთავაზოთ🙏🏻” – ელისო კილაძის შვილი პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს
პარალელი