სამედიცინო ცენტრიდან ებოლას ვირუსით ინფიცირებული პაციენტები გაიქცნენ
Associated Press-ის ცნობით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამედიცინო ცენტრის დაწვის შემდეგ ებოლათი სავარაუდოდ ინფიცირებული 18 ადამიანი გაიქცა. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იშვიათი „ბუნდიბუგიოს“ შტამით გამოწვეული ებოლას აფეთქება გრძელდება. ექიმები ინფიცირების ასეულობით სავარაუდო შემთხვევასა და 130-ზე მეტ გარდაცვალებას აფიქსირებენ. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ამ შტამისთვის ვაქცინების დეფიციტი და რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტები. „წინასწარი მონაცემებით, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა როდესაც პაციენტები ხანძრისგან თავის დასაღწევად გარბოდნენ, ებოლათი სავარაუდოდ ინფიცირებულმა 18 ადამიანმა დაწესებულება დატოვა და ახლა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან,“ – განაცხადა ქალაქ მონგბვალუს საავადმყოფოს დირექტორმა, რიჩარდ ლოკუდმა. პაციენტების გაქცევის შემდეგ, ხელისუფლებამ და მედიკოსებმა იმ ადამიანების… The post სამედიცინო ცენტრიდან ებოლას ვირუსით ინფიცირებული პაციენტები გაიქცნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →