ელისეის სასახლეში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს
ელისეის სასახლეში ჩხრეკა ჩატარდა. ფრანგული მედიის ცნობით, საქმე ეხება პარიზის პანთეონში სხვადასხვა პირის დაკრძალვის ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებულ ფინანსურ თაღლითობას. სასამართლო გამოძიება 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო უკანონო სარგებლის მიღების, კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენების საეჭვო ფაქტების გამო. გამოძიება შეისწავლის პირობებს, რომლითაც ეროვნული ძეგლების ცენტრმა (CMN) სახელმწიფო კონტრაქტები გასცა პანთეონში საზეიმო ღონისძიების ორგანიზებაზე. სამართალდამცველები დაინტერესდნენ ეროვნული ძეგლების ცენტრის კომპანია Shortcut Events-თან მრავალწლიანი თანამშრომლობით, რომელიც 22 წლის განმავლობაში აწყობდა ღონისძიებებს, ხოლო თითო წვეულება სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით ორი მილიონი ევრო უჯდებოდა. როგორც მედია წერს, ჩხრეკა პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ ჩატარდა, რადგან… The post ელისეის სასახლეში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →