სიახლე

„ბოლო ზარის“ კოლონაში მოძრავი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა

GuriaNews

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანთან „ბოლო ზარის“ კოლონაში მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავარია იმ დროს მოხდა, როცა ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ ახაშნის სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და გულშემატკივრები გადაადგილდებოდნენ. ავტომობილში მყოფი 5 ადამიანი დაშავდა, თუმცა არცერთი მათგანი დამამთავრებელი კლასის მოსწავლე არ არის. არსებული ინფორმაციით, ოთხმა ახალგაზრდამ […] The post „ბოლო ზარის“ კოლონაში მოძრავი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანთან „ბოლო ზარის“ კოლონაში მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარია იმ დროს მოხდა, როცა ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ ახაშნის სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და გულშემატკივრები გადაადგილდებოდნენ.
ავტომობილში მყოფი 5 ადამიანი დაშავდა, თუმცა არცერთი მათგანი დამამთავრებელი კლასის მოსწავლე არ არის.
არსებული ინფორმაციით, ოთხმა ახალგაზრდამ ახაშნის სკოლა გასულ წლებში დაამთავრა, ერთი კი მე-10 კლასის მოსწავლეა. ისინი „ბოლო ზარის“ ავტომობილებს მიჰყვებოდნენ.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, წინანდლიდან სოფელ ვაჩნაძიანის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

The post „ბოლო ზარის“ კოლონაში მოძრავი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი