სიახლე

“ახლა თქვენ განსაჯეთ – ბრიტანელი ღარიბი უფრო ღარიბია თუ ქართული საშუალო კლასი?” – ნანა დიხამინჯია

Alia

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა დიხამინჯია: ტვიმედმა დიდი ამბით გამოდო კვლევა, რომლის მიხედვით გაერთიანებულ სამეფოში ღარიბი ბავშვების 72% ცხოვრობს ისეთ ოჯახში, სადაც მშობელი სრულ შტატზეა დასაქმებული. ეს ინფორმაცია ისე იყო მოწოდებული, რომ მოგეჩვენება, თითქოს დიდ ბრიტანეთში ძალიან ბევრი ბავშვია ღარიბი. სინამდვილეში კვლევა ეხება “შედარებით ღარიბ” ფენას. ასეთი განმარტებაა UK-ში: “შედარებით ღარიბად” ითვლება […] The post “ახლა თქვენ განსაჯეთ – ბრიტანელი ღარიბი უფრო ღარიბია თუ ქართული საშუალო კლასი?” – ნანა დიხამინჯია appeared first on .

პირველწყარო →
“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა დიხამინჯია:
ტვიმედმა დიდი ამბით გამოდო კვლევა, რომლის მიხედვით გაერთიანებულ სამეფოში ღარიბი ბავშვების 72% ცხოვრობს ისეთ ოჯახში, სადაც მშობელი სრულ შტატზეა დასაქმებული.
ეს ინფორმაცია ისე იყო მოწოდებული, რომ მოგეჩვენება, თითქოს დიდ ბრიტანეთში ძალიან ბევრი ბავშვია ღარიბი.
სინამდვილეში კვლევა ეხება “შედარებით ღარიბ” ფენას. ასეთი განმარტებაა UK-ში: “შედარებით ღარიბად” ითვლება ოჯახი, რომლის შემოსავალი ქვეყნის მედიანური შემოსავლის 60%-ზე ნაკლებია.
UK-ში ოჯახის წლიური მედიანური შემოსავალია 36700 ფუნტი, ანუ 132000 ლარი. შესაბამისად, შედარებით ღარიბად ითვლება ოჯახი, რომლის წლიური შემოსავალი ნაკლებია წელიწადში 79000 ლარი – თვეში 6600 ლარზე. ასეთი ოჯახი 20%-ია.
ამ ოჯახებს სახელმწიფო ეხმარება სახლის ქირაობისა და კომუნალურების თანხით, ბავშვების კვების ფულით, ასევე სკოლაში უფასო კვებით და უფასო ჯანდაცვით.
მიახლოებით დავთვალე: ოთხსულიან ოჯახს (ანუ ორი ბავშვით), რომლის თვიური შემოსავალი 6600 ლარზე ნაკლებია, რას აძლევს სახელმწიფო:
1. თვეში 800 ფუნტს ანუ 2800 ლარს;
2. დამატებით 200 ფუნტს ორ შვილზე, ანუ 700 ლარს;
3. ბავშვები უფასოდ იღებენ ბაღში და სკოლაში საუზმეს და ლანჩს;
4. წელიწადში 500 ლარი – კომუნალურებში დახმარება;
5. თუ სახლი არ აქვთ, დახმარება ქირაში – რეგიონის მიხედვით 400-დან 1200 ფუნტამდე თვეში.
6. უფასო ჯანდაცვა;
ნორმალური კვება სახლში UK-ში ასეთი ოჯახისთვის საშუალოდ ჯდება 400 ფუნტი თვეში – ანუ 1440 ლარი.
ახლა თქვენ განსაჯეთ – ბრიტანელი ღარიბი უფრო ღარიბია თუ ქართული საშუალო კლასი?

სამაგიეროდ, ტვიმედის ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ღარიბი ქართველი თავს დაიმშვიდებს, ბრიტანეთშიც შიმშილობენო და კობახიძის ბოდვას საწყალი ევროპის შესახებ კომენტარებში მიაწერს “წარმატებები!”

The post “ახლა თქვენ განსაჯეთ – ბრიტანელი ღარიბი უფრო ღარიბია თუ ქართული საშუალო კლასი?” – ნანა დიხამინჯია appeared first on .


მსგავსი