სიახლე

26 მაისის ღონისძიებების განრიგი ცნობილია

მედიაცენტრი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. 26 მაისს, დილიდან, თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას – 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს. თარიღთან დაკავშირებით, წელს ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იქნება და პირველად, წვევამდელები ფიცს დადებენ თბილისში და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან. დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს ორბელიანის მოედანი და ალექსანდრეს ბაღი უმასპინძლებს. პარალელურად, რეგიონებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება ცენტრალურ მოედნებზე.… The post 26 მაისის ღონისძიებების განრიგი ცნობილია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი