დღეს გურიის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებში საზეიმო და ემოციური დღეა — მეთორმეტეკლასელებისთვის სასკოლო ცხოვრების დასასრულს ნიშნად „ბოლო ზარი“ დაირეკა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრების ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, წელს გურიის მასშტაბით სასკოლო ცხოვრება სულ 950 მოსწავლემ დაასრულა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით, დღეს სკოლის სკამს კურსდამთავრებულთა ეს რაოდენობა დაემშვიდობა:
ოზურგეთი — 552 კურსდამთავრებული
ლანჩხუთი — 225 კურსდამთავრებული
ჩოხატაური — 173 კურსდამთავრებული
ტრადიციული თეთრი პერანგები, სამახსოვრო წარწერები, მილოცვები და ცრემლები — რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში დღევანდელი დღე განსაკუთრებული საზეიმო განწყობით აღინიშნა. პედაგოგები და მშობლები ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავენ და წარმატებებს უსურვებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
ფოტო : ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
The post გურიის სკოლებში დღეს „ბოლო ზარი“ დაირეკა — ნახეთ, რამდენი კურსდამთავრებული ჰყავს რეგიონს appeared first on გურია ნიუსი.