სიახლე

„ვევედროთ ასურელ მამებს, რომ დაიფარონ, გაამთლიანონ და გააძლიერონ ჩვენი ქვეყანა“ – შიო მესამე

GuriaNews

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ზედაზნის მონასტერში ქადაგებისას ასურელი მამების საქართველოში შემოსვლის ისტორიული კონტექსტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათი მოვლინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადებას უკავშირდება. პატრიარქმა წმინდანებს ქვეყნის გამთლიანებისა და გაძლიერებისთვის შევედრება სთხოვა. სრულიად საქართველოს პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ როდესაც ასურელი მამები მცხეთაში შემოვიდნენ, მათ პირადად კათალიკოსი ევლავიუსი და მეფე ფარსმანი დახვდნენ, რადგან ანგელოზის გამოცხადებით უკვე […] The post „ვევედროთ ასურელ მამებს, რომ დაიფარონ, გაამთლიანონ და გააძლიერონ ჩვენი ქვეყანა“ – შიო მესამე appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  შიო მესამემ ზედაზნის მონასტერში ქადაგებისას ასურელი მამების საქართველოში შემოსვლის ისტორიული კონტექსტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათი მოვლინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადებას უკავშირდება. პატრიარქმა წმინდანებს ქვეყნის გამთლიანებისა და გაძლიერებისთვის შევედრება სთხოვა.

სრულიად საქართველოს პატრიარქმა  მრევლს შეახსენა, რომ როდესაც ასურელი მამები მცხეთაში შემოვიდნენ, მათ პირადად კათალიკოსი ევლავიუსი და მეფე ფარსმანი დახვდნენ, რადგან ანგელოზის გამოცხადებით უკვე იცოდნენ მათი დიდი მისიის შესახებ.

„როგორც მათი ცხოვრებიდან ვიცით, პირველად ისინი მივიდნენ სვეტიცხოველთან, მაშინ ჯერ კიდევ მირონმდინარე იყო წმინდა ცხოველმყოფელი სვეტი. ემთხვივნენ სვეტს და შემდეგ დამკვიდრდნენ ამ წმინდა ადგილზე. აქაც ღვთისმშობელი გამოეცხადა მათ და დაავალა, მთელ საქართველოში წასულიყვნენ და მონასტრები დაეარსებინათ.

ვევედროთ ჩვენს ძვირფას ღირს ასურელ მამებს, რომ დაიფარონ ჩვენი ქვეყანა — საქართველო, გაამთლიანონ, გააძლიერონ და ევედრონ უფალს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის“, — განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ.

The post „ვევედროთ ასურელ მამებს, რომ დაიფარონ, გაამთლიანონ და გააძლიერონ ჩვენი ქვეყანა“ – შიო მესამე appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი